რატომ (არ) უნდა აშენდეს ნამახვანჰესი? – სპეცპროექტი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

უნდა აშენ­დეს თუ არა ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სი? – სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წილს ამა­ზე სა­პი­რის­პი­რო პა­სუ­ხი აქვს, მათი პო­ზი­ცი­ე­ბი კი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თაა გამ­ყა­რე­ბუ­ლი. სა­კი­თხის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ლი­დუ­რია მათი რა­ო­დე­ნო­ბაც, ვინც არც ერთ შე­ხე­დუ­ლე­ბას არ ემ­ხრო­ბა და უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა რჩე­ბა. იმა­ზე ვე­რა­ვინ იდა­ვებს, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ად­გი­ლობ­რივ ლან­დშაფტ­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას აზი­ა­ნებს და თუ მა­ინც დღის­წეს­რიგ­ში დგე­ბა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კი­თხვა ასე­თია: რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ზი­ა­ნის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა?! ამ თვალ­საზ­რი­სით ეჭ­ვებს ისიც აჩენს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­ბულ უფრო მცი­რე პრო­ექ­ტე­ბის დრო­საც კი, არა­ერ­თხელ მოხ­და, რომ არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, დამ­დგა­რი შე­დე­გის გამო, პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა.

რად­გა­ნაც ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის პრო­ექ­ტზე მსჯე­ლო­ბა არა­ერთ სფე­როს მო­ი­ცავს, უნდა გა­მოვ­ყოთ მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც ამ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აშე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, და სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით დავ­სვათ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბი.

ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი კი შემ­დე­გია: უსაფრ­თხო­ე­ბა, ეკო­ნო­მი­კა, სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხე, ენერ­გე­ტი­კა, გა­რე­მოს დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

 

კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც AMBEBI.GE-ს სპე­ცპ­რო­ექ­ტი ცდი­ლობს პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ასე­თია: შე­ი­ცავს თუ არა საფრ­თხეს მშე­ნებ­ლო­ბა? იქ­ნე­ბა თუ არა პრო­ექ­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის? რა სა­მარ­თლებ­რი­ვი კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ზე? რო­გორ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ჰე­სის აშე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე? რო­გორ აი­სა­ხე­ბა ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის აშე­ნე­ბა მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე?

ambebi.ge

მსგავსი სიახლეები