ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება?!

„თბილისის მეობის კანდიდატი მე არ უნდა ვიყო, ეს არ არის სწორი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის ვინაობა, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი.

„თბილისის მერობის კანდიდატი მე არ უნდა ვიყო, ეს არ არის სწორი. ჯობია,  რომ ქვეყნის მასშტაბით ვიყო მოქნილი და მქონდეს საშუალება რეგიონიდან რეგიონში გადაადგილების ისევე, როგორც თბილისში ვიყო ძალიან აქტიური, მაგრამ არა მხოლოდ თბილისში“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ მთავარის“ ეთერში.

 

შეგახსებებთ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები