13 წლის ლაშა კეთილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 წლის ლაშა კეთილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლაშა ჰოჯკინის ლიმფომას ებრძვის, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ლაშას მკურნალობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

“ეს ბიჭი არის 13 წლის ლაშა კეთილაძე, რომელიც ჰოჯკინის ლიმფომას ებრძვის იაშვილის კლინიკაში. ლაშას ოჯახი ტყიბულიდან, სოფელ ორპირიდან არის. ახლა კი აქ, თბილისში უწევთ ყოფნა შვილის მკურნალობისთვის. ლაშა ახლაც ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ოჯახს ძალიან უჭირს მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება: ბინის ქირა, კვლევები, წამლები, კვება… ოჯახში არავინ არ მუშაობს და შესაბამისად, საარსებო წყაროც ფაქტიურად არ აქვთ.

გთხოვთ, დავუდგეთ გვერდში ლაშას ოჯახს, მათ სულ მცირე დახმარებაც ძალიან წაადგებათ. ყველამ თითო ლარი რომ ჩავრიცხოთ, ლაშას მკურნალობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება”, – წერენ ლაშას ახლობლები.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგი ანგარიშის ნომერზე:
თიბისი GE80TB7537945068100004
#GE80TB7537945068100004
მიმღები: მაია კეთილაძე (ბებია)
პირადი ნომერი: 41001028258

მსგავსი სიახლეები