პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ, ტყუილს უწოდებს.
„მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან. ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს“, – წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ. მედიასაშუალება იუწყება, რომ სააკაშვილი და გახარია ერთსა და იმავე სასტუმროში იმყოფებოდნენ.
წყარო: pirvelirnews