პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტს კარლ გერშმანს და რუსეთის და ევრაზიის დირექტორს მირიამ ლანსკოის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.
გიორგი გახარიამ კარლ გერშმანთან და მირიამ ლანსკოისთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ ხედვები დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.