უცოდინრების მიერ დაგეგმილი საგზაო მონიშვნის გამო მოსახლეობა საათობით საცობში დგას

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე, თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს:

გამარჯობა, კახი.
ვიცი, სოციალურ ქსელებს ყურადღებით ადევნებ თვალს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, გლდანის ხიდებთან და სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ქაოსიც არ გამოგეპარებოდა.
რამდენიმე დღეა, ათასობით ადამიანი სრულიად გაუაზრებელი და აშკარად ამ საქმის უცოდინრების მიერ დაგეგმილი საგზაო მონიშვნის გამო საათობით საცობში დგას. ინტერნეტი სავსეა მოქალაქეების აღშფოთებით. როდესაც ამდენი ადამიანი ერთსა და იმავეს ამბობს, იქნებ დროა აღიაროთ, რომ შეცდომა დაუშვით და მისი გამოსწორება დაიწყოთ, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი კარგად არისო, გვიმტკიცოთ.
შეცდომის აღიარება სისუსტე არ არის — პირიქით, პასუხისმგებლობის ნიშანია.
და კიდევ ერთი… ამასაც „ნაცებს“ ხომ ვერ გადააბრალებთ? თუ ისევ ამ არგუმენტს გამოიყენებთ, უკვე ტრაგიკომედია იქნება და არა პოლიტიკა.

მსგავსი სიახლეები