არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე წერს:
უკვე ძალიან ბევრი ვიდეო მხვდება და მეც პირადად შევსწრებივარ, „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები როგორ არიან ჩასაფრებული საავადმყოფოების მიმდებარედ და ჯარიმებს უწერენ მანქანებს… თან, უმთავრესად, რეგიონებიდან ჩამოსულ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებმაც არც პარკინგის აპლიკაციის გამოყენება იციან და არც ინტერნეტი აქვთ ტელეფონში (უმრავლესობას ძველი „ნოკიას“ ტელეფონი აქვს)… ხოდა, აი, ამ უწყების უფროსობას და პირადად მერს გეკითხებით: ან ამ გამწარებული ხალხის ცოდვა როგორ გასვენებთ, ან არ გასლოკინებთ მაინც? ან თქვენი ოჯახის წევრები არ გეცოდებათ, რა წყევლაც იმ გამწარებული ხალხისგან მოდის?!
რა ვერ გაძეხით „სითი პარკი“ გაუხადეთ ხალხს სანატრელი… ადრე თუ გვიან ხომ მორჩება თქვენი იმ სკამებზე ჯდომის დრო? მერე სად გარბიხართ? გგონიათ, ხალხი დაივიწყებს ყველაფერს და პასუხს არ მოგთხოვთ მათი ასე გამწარებისთვის?!







