კობახიძე 20 ივნისს დროულად რომ გადამდგარიყო, შეიძლება ის შედეგი არ მიგვეღო, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
“საერთოდ არ მინდა, რომ მის [კობახიძის] მონაყოლზე ვაკეთო შეფასებები. რომ ჩამოსულიყო და დროულად აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, შეიძლებოდა ის შედეგიც არ მიგვეღო, რაც მივიღეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ჩვენ არ ვიყავით შეწუხებულები მაშინაც და ახლაც, იმის გამო, რომ იქ ადამიანები დაზარალდნენ. სამწუხაროდ მოხდა ის, რომ პარლამენტზე შტურმს, რომლის აღკვეთასაც პოლიცია ცდილობდა, მოყვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება. სპეციალური საშუალებები რა თანმიმდევრობით იქნა გამოყენებული, ეს არ არის პოლიტიკოსების შესაფასებელი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
წყარო: ipress.ge