კომენდანტის საათი და ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებელობა იხსნება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდ შეზღუდვები შემცირდება, “მცირდება შეზღუდვები, ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად, მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება, ჯერჯერობით საჭიროა” – აღნიშნა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

 

წყარო: newpost.ge

მსგავსი სიახლეები