“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე
თავის facebook გვერდზე, გია გაჩეჩილაძის (უცნობის) განცხადებას ეხმიანება.
რაო უცნობმა, ვერ აღიარა ხალხს ვერ ვკრებთო და მოიგონეს ფეხბურთის ამბავი ხოო… იქნებ გამვლელ გამომვლელები მაგით მაინც შემოვიტყუოთო…
აბა ოცნების შტაბებში, უბნის უფროსობამდე ჩასვლაც კი უჭირთ და მხოლოდ ზონის უფროსების მობილიზებას ძლივს ახდენენ, გამგეობებშიც ვერ აქვთ კარგად საქმეები და მუქარებზე გადავიდნენ სიები იქნებაო და აქციიდან გაპარვა არ გაბედოთო.
ბაღების სააგენტოშიც დიდი პრობლემები ქონიათ, ბევრი დირექტორი აქციაზე წასვლაზე უარზეა, ვინც არაა, პარტიასთან ვალდებული.
პ.ს. მთავარი კი, ვისაც იმ ხუთ ლარს გეუბნებიან წყლის ფულადო, იცოდეთ რომ ოცი ლარია რეალურად გამოყოფილი და იმასაც “გიტეხავენ”.
წერს გიორგი ყუფარაძე