ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, თვდაცვის სამინისტროზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება:
როცა ჯარისკაცს ერთი წლის განმავლობაში ერთ წყვილ ფორმას და ფეხსაცმელს აძლევენ, მერე მშენებლობაზე ან საკუთარ დაჩებზე მიჰყავთ შავ მუშად და თუ დაუზიანდათ ფეხსაცმელი ან ფორმა, იმ დაზიანებულით უნდა ჩაამთავროს ის ერთწლიანი სავალდებულო მსახურობა… ხოლო საკვებს, ანაკომის სუპს და ვადაგასულ ტუშონკას აჭმევენ… (რამდენი მოიწამლა გორის ჰოსპიტალში მოიკითხონ)
ამ დროს კი,”შეფობა” მოჩუქურთმებულ სანადირო თოფებს, სუნამოს ვაუჩერებს და აიფონის ბოლო მოდელ ტელეფონებს ყიდულობენ თავდაცვის ბიუჯეტიდან…
მერე ხალხისგან ქვების და მოლოტოვების სროლა უკვირთ, ტროტილს რომ არ ესვრიან არ ეგ გასაკვირი!
გააღვიძეთ ის ბრძენი კაცი და უთხარით, კლანი შეიცვალა პრემიერწოდებულმა, ბიუჯეტის ფული აღარ ყოფნით და ჯარის ფულს ჭამენ უკვე თქო!