სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკოორდინაციო საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რა გავლენა აქვს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვას.
“მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება და მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე.- ამბობს ნინო ლომჯარია პარლამენტში, სადაც დღეს ანგარიშს წარადგენს.