ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადარებს.
ევროპარლამენტარი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა.
„პუტინიც ასე ფიქრობს და ლაპარაკობს“, – დაწერა ტვიტერზე რასა იუკნევიჩიანემ.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიდრე ისეთი „კრიმინალური პარტიები“, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, EPP-ის პარტნიორებად რჩებიან, მანამდე სერიოზული პრობლემები იქნება.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, საქართველოში მისი პარტნიორი პარტიები კი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან ევროკავშირის ორი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელები – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.