“პირველებისთვის” ცნობილი ხდება რომ ექიმების ჯგუფმა შეთანხმებას “მედ 11”- თან მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავი თბილისში დაფრინდება და მიხეილ სააკაშვილს ევროპულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანს. შეთანხმების თანახმად, მესამე პრეზიდენტს იმ კლინიკაში გადაიყვანენ, რომელსაც ოჯახი აირჩევს.
ექიმთა ასოციაციის წევრები “ვივა მედის” კლინიკასთან მივიდნენ, თუმცა ისინი არ შეუშვეს.
პასუხი მომივიდა 2 საათში: კი ბატონო, “მედ 11″ ზმად არის საჭიროების შემთხვევაში, თუ მთავრობა იქნება თანახმა იქნება, გადაიყვანოს ვერტმფრენით. ადგილს და მდებარეობს გადაწყვეტს კლინიკა და ოჯახი”, – თქვა ექიმმა გიორგი ჩხუნაშვილმა.
ემერჯენს თვითმფრინავი მზად არის, ჩვენ მოვახერხეთ ეს გაგვეკეთებინა და გადავიყვანოთ უცხოეთში სამკურნალოდ.რამდენიმე დღეში, როდესაც აქ გამოკვლევებს დაასრულებენ , ის მაინც გადასაყვცანი იქნება”, – თქვა მანანა ჯებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” დღეს დილით გადაიყვანეს. უცნობია, რა ტიპის კვლევები უტარდება მას ამ წუთებში.