ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო ჩემთვის და ვფიქრობ, კომენტარები რომლებსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვთ – საქართველოში აშშ-ის ელჩი შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credis Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავაზე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება. დიპლომატის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდდეს.
,,Credit Suisse-თან დაკავშირებულ კითხვებზე, ვფიქრობ უკეთესი იქნება თავად Credit Suisse-ს მიმართოთ. როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეს კერძო ბანკია და მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია იმაზე თუ რა ხდება Credit Suisse-ში
ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო ჩემთვის და ვფიქრობ, კომენტარები რომლებსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვთ და ნათქვამია ისე, რომ დაბნეულობას იწვევს საზოგადოებაში ძალიან ხელისშემშლელია.
ეს ისეთი დეზინფორმაციაა, რაც დაბნეულობას ქმნის და საბოლოოდ საზოგადოებას ყოფს. ახლა ის დროა, როცა საქართველო ერთად უნდა იდგეს და არ იყოფოდეს, ახლა ერთიანობის დროა.
მეც დაბნეული ვიყავი იმაზე, რას ეხებოდა ეს კომენტარი, ამიტომ მე ნამდვილად არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ეს თქვენთვის განვმარტო, ბოდიშს გიხდით”, – თქვა დეგნანმა.