მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ გადაიყვანოს სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში – EPP

ევროპის სახალხო პარტია(EPP) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ის შესაბამის სააავადმყოფოში საქართველოში ან საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას ეყრდნობა და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაციები, რამაც სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია.

EPP-ის განცხადებით, სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელო და ეს არა პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ამასთან, EPP გმობს ნებისმიერი ცილისმწამებლურ თავდასხმას მმართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ მმართველ „ქართულ ოცნებას“, გაიაზროს სიტუაციის სიმძიმე და სერიოზულობა და შესაძლო შეუქცევადი შედეგები. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში საქართველოში ან საზღვარგარეთ, სადაც შეძლებს მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი ქმედუუნაროდ გახდომა ან სიკვდილი საქართველოს მთავრობისთვის იქნება ლაკმუსის ტესტი როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის, ასევე ევროპის მნიშვნელოვანი მისწრაფებების კუთხითაც“, – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის ყველაზე დიდი პარტიია, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი აქვს. საქართველოში ევროპის სახალხო პარტიირ პარტნიორები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

მსგავსი სიახლეები