უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 9 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.
უკრაინის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 19 100-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:
- ტანკი – 705 ერთეული
- ჯავშანტექნიკა / APV – 1 895 ერთეული
- საარტილერიო სისტემა – 335 ერთეული
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) – 108 ერთეული,
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
- თვითმფრინავი – 151 ერთეული
- ვერტმფრენი – 136 ერთეული
- სატრანსპორტო საშუალება – 1 363 ერთეული
- გემი / ნავი – 7 ერთეული
- საწვავის ავზი – 76
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112
- სპეციალური აღჭურვილობა – 25
უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 9 აპრილამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია უკრაინის:
- 127 თვითმფრინავი
- 98 შვეულმფრენი
- 425 უპილოტო საფრენი აპარატი
- 2031 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 228 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
- 800 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
- 1 932 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.