რუსეთი საქართველოდან ახალ „საფრთხეს“ ასახელებს

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა ოთხშაბათს, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა. თუ აქამდე რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას განიხილავდნენ „ბიოლოგიურ იარაღად“ ახლა კიროლოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

კირილოვის განცხადებით: „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისითევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმადსხვადასხვა სახეობის კოღებისრომლებიც მანამდე მხოლოდ სამხერთში გვხვდებოდაგავრცლების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – მანვე დაამატა რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.

კირილოვის თქმით, გადამტანებისთვის არატიპური, არეალის გაფართოების დინამიკა იძულებს ხდის ყურადღება მიაქციოს ამერიკის სააგენტოს მიერ გაცემულ პატენტებს და სავაჭრო ნიშნებს ბიოლოგიური იარაღის მიწოდებაზე.

საუბარიაჰაერში დაავადებული მწერების გამავრცელებელი უპოლოტო საფრენი აპარატებისთვის გაცემულ № 8967029 პატენტზეპატენტის აღწერაში მითითებულიარომ ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მოწინააღდეგის ჯარების განადგურება აშშის სამხედრობისთვის რისკის გარეშე“,- მბობს კრილოვი და დაასკვნის, რომ საუბარია ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურისთვის საჭირო მასალის მოწოდებაზე. რაც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის, უკონტაქტო განადგურების საშუალებას იძლევა. რაც, მისი სიტყვებით, ამერიკის „უკონტაქტო ომის“ კონცეფციას ემთხვევა. კირილოვის განცადებით ამგვარი მასალის მიწოდებით შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს მე-4 კონვენციას არღვევს, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ.

იგორ კირილოვმა პრეზენტაციაც წარმოადგინა და ის ზარალი დათვალა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებით მიადგა. მისი სიტყვებით რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი 100 მლნ დოლარზე მეტია, ირიბი ზარალი კი 500 მლნ დოლარს აღწევს.

კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.

radiotavisupleba.ge

მსგავსი სიახლეები