უკრაინელი პარლამენტარი და პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებეში დავით არახამია აცხადებს, რომ მოსკოვი ვერბალურად დათანხმდა კიევის შეთავაზებებს ნეიტრალურ სტატუსსა და რეფერენდუმთან დაკავშირებულ პოზიციას. არახამიას თქმით, მოსკოვისგან მიიღეს ზეპირი პასუხი, რომ ისინი ყირიმზე შეთავაზების გარდა, სხვა პოზიციებს ეთანხმებიან.
29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის 3 ძირითად საკითხზე უკრაინის პოზიციები ოფიციალურად გამოიკვეთა.
უკრაინა მზადაა:
- გახდეს ნეიტრალური ქვეყანა თუ მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ აშშ, UK და სხვა პარტნიორები, თუმცა ეს საკითხი უკრაინაში მაინც რეფერენდუმის გზით გადაწყდება.
- უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.
- ლუგანსკსა და დონეცკზე უკრაინას პოზიცია არ დაუფიქსირებია. მათი შეთავაზებაა, რომ ეს საკითხი პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებებზე გადაწყდეს.
არახამიას შეფასებით, პროცესი მზადაა პრეზიდენტების შესახვედრადაც. თუმცა მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთიდან ვლადიმირ მედინსკი მიიჩნევს, რომ ეს ასე არაა. მისი თქმით, შეთანხმების პროექტი ჯერ არაა მისული იმ კონდინციამდე, რომ ის უმაღლესი თანამდებობის პირებმა განიხილონ.