უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდს მოიცავს.
უკრაინის შეიარაღებული შტაბის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 16 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:
- ტანკი – 575 ერთეული
- ჯავშანტექნიკა / APV – 1 640 ერთეული
- საარტილერიო სისტემა – 293 ერთეული
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) – 91 ერთეული,
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 51 ერთეული
- თვითმფრინავი – 117 ერთეული
- ვერტმფრენი – 127 ერთეული
- სატრანსპორტო საშუალება – 1 131 ერთეული
- გემი / ნავი – 7 ერთეული
- საწვავის ავზი – 73
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56
- სპეციალური აღჭურვილობა – 19
უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია უკრაინის:
- 267 უპილოტო საფრენი აპარატი
- 207 საზენიტო-სარაკეტო სისტემა
- 1618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 166 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
- 662 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
- 1453 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა