21-მარტიდან საქართველოში გზავნილები არ შეიზღუდება – ბოლო დროს სოციალური ქსელებით ვრცელდება ,,ფეიკ’’ ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უნდობლობას იწვევს.
მაგალითად იყო საუბარი საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით… ალბათ გახსოვთ თბილისში (და არა მარტო თბილისში) დაცარიელებული დახლები.
ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია თითქოსდა 21 მარტიდან საქართველოში გზავნილები შეიზღუდება… რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დავუკავშირდით საქართველოს ბანკის ოფიციალურ წარმომადგენლობას სადაც ამგვარ ინფორმაციას: „სრულიად უსაფუძვლო“- უწოდეს.
ბანკი სრული პასუხისმგებლობით გვიდასტურებს, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს გზავნილების მიღებას და თანხის გაცემას.
უკვე მოგვიანებით,
ცნობილი გახდა, რომ შვედეთის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბანკმა, დაბლოკა საქართველოსა და სომხეთში საბანკო გზავნილების როგორც მიღება, ისე გაცემა.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, საქართველოსა და სომხეთის შავ სიაში მოხვედრა გამოიწვია სანქცირებული რუსეთის და ბელორუსიის, მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობების შექმნამ.
მათი საბანკო ანგარიშების ადგილობრივ ბანკებში გახსნამ და ბიზნესების საქართველოში გადმოტანამ, რაც შესაძლებლობას იძლევა, თავი აარიდონ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაწესებულ სანქციებს.
ჯერჯერობით შვედური ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ეს ორი ქვეყანა შავ სიაში შეიყვანა სანქციების დარღვევის გამო, რამაც შესაძლოა დომინოს პრინციპით იმუშაოს და მომავალში სხვა ევროპულმა ბანკებმაც მიჰბაძონ.
გამომდინარე იქიდან, თუ რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად საგანგაშოა შექმნილი გარემოება და შესაძლოა ჩვენც იგივე ბედი გავიზიაროთ რაც რუსეთმა და ბელორუსმა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას, სწორედ რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები განსაზღვრავენ.
გზავნილების შეჩერება კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ჩვენი და მეზობელი სომხეთისთვის.