მორიგი რეკორდი – გაზის ფასმა ევროპაში 2 400 დოლარს მიაღწია

ევროპის საფონდო ბირჟაზე გაზის ფასი უკვე მესამე დღეა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და რეკორდებს აახლებს. დღევანდელი ვაჭრობისას 1000 კუბურ მეტრზე ფასმა თითქმის 2400 დოლარს მიაღწია.

აპრილის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF ჰაბში გაიზარდა 2,391,6 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე.

“ლურჯი საწვავის” ღირებულების წინა რეკორდი წინა დღით დაფიქსირდა, როდესაც 2279 დოლარამდე გაიზარდა 1000 კუბურ მეტრზე.

BFM.GE

 

მსგავსი სიახლეები