უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხელში ჩაუვარდათ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ქვედანაყოფის საგეგმო დოკუმენტები. ამის შესახებ ფეისბუქზე ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „ვოსტოკი“ იტყობინება.
მიღებულ დოკუმენტებს შორისაა სამუშაო რუკა, საბრძოლო დავალება, საკონტროლო სიგნალების ცხრილები, ფარული კონტროლის ცხრილები, პერსონალის სია და სხვა.
დოკუმენტები 2022 წლის 18 იანვარს დამტკიცდა და თავად „ოპერაცია“ 15 დღეში – 20 თებერვლიდან 6 მარტამდე უნდა მომხდარიყო.
მტრის ქვედანაყოფი ორსკის საჰაერო სადესანტო ძალებიდან სტეპანოვკა-1-ის დასახლების მიდამოში უნდა მისულიყო და შემდეგ ემოქმედა რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის სამხედრო ნაწილებთან ერთად. ამ ძალების საბოლოო მიზანი იყო მელიტოპოლის დაბლოკვა და კონტროლი.