ე.წ. გამტარებლებს ბარათებს ჩამოართმევენ და დაუბლოკავენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მეტროში ე.წ „გამტარებელების“ შესახებ და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები გამოვლენის შემთხვევაში ასეთ ბარათებს მფლობელებს ჩამოართმებენ და დაბლოკავენ.

საუბარია, ძირითადად მეტროსსადგურებში გავრცელებულ პრაქტიკაზე, როდესაც ე.წ. „გამტარებლები“ სხვადასხვა საშეღავათო ტარიფებით მოსარგებლე სამგზავრო ბარათებით, რიგით მგზავრებს მგზავრობის საფასურის მათთვის გადახდას სთავაზობენ. საშეღავათო ტარიფსა და ერთჯერად მგზავრობას შორის თანხის სხვაობა კი მათ რჩებათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე. წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით, ეს არ არის მათ აბონიმენტები, არის სოციალურად დაუცველის, სტუდენტების ან სხვისი შეღავათიანი ბარათით (არის უფასო მგზავრობები, არის 10-თეთრიანი 20 -თეთრიანი ) მგზავრობას სთავაზობენ და სამაგიეროდ, მათგან იღებენ თანხას, ეს რა თქმა უნდა კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული “, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განმარტებით, უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს.

 

მსგავსი სიახლეები