ბათუმში შტორმმა პირსის ნაწილი წაიღო

ბათუმში ზღვამ პირსის ნაწილი დაშალა. ეს პირსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა.

შტორმის დროს პირსის შუა ნაწილი ჩაიშალა. დაზიანებულია იქვე მდებარე რესტორნის შენობაც.

ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. პირსი სწორედ ტალღების დარტყმის შედეგად ჩამოიშალა.

პირსზე განთავსებული კაფეს კედელი გაბზარულია

შტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოები

 

შტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოები

შტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოები

პირსი 2021, ნოემბერი

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები