მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარო ან დაემუქრო სახალხო დამცველის ოფისს, მიუღებელია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებს იმას, რისი უფლებაც მას ქვეყნის კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და თავის მოვალეობას ასრულებს მიუკერძოებლად, აწვდის რა მოსახლეობას ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას.
„სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რისი უფლებაც მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული -ისინი არიან ადამიანის უფლებების დამცველები, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ ზუსტი, მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლოებას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის. სახალხო დამცველის ოფისი ასრულებს თავის მოვალეობას პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და შთამბეჭდავად და სწორედ ამის გამო გვჯერა იმ ანგარიშების, რომლებსაც მისი გუნდი ამზადებს, შეფასებების, რომლებსაც ისინი აკეთებენ და აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას, რომელსაც მათ შეუძლიათ დაეყრდნონ. სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდეც მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.