განცხადება გაწევრიანების შესახებ

ძვირფასო მეგობრებო,

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარებს და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) გაცნობებთ, რომ 14 ივნისიდან შეგიძლიათ მობრძანდეთ და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ რეზიუმე.
თუ თვლით, რომ იზიარებთ ჩვენს ხედვებსა და მიმართულებებს ქვეყნის განვითარების გზაზე, ხართ აქტიური და მოტივირებული, მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. #37, II სართული.
ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური, რელიგიული, ეთნიკური, რასობრივი, სოციალურ-კულტურული თუ სხვა შეხედულებებისა.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია უსამართლობასთან ბრძოლა, ვართ სრულიად დამოუკიდებლები ჩვენს საქმიანობასა და გადაწყვეტილებებში, არ ვასრულებთ არანაირ პოლიტიკურ თუ სხვა დაკვეთებს. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.
პატივისცემით,
ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) 

საკონტაქტო:

593973311
592410041

მსგავსი სიახლეები