ჩვენი გეგმა არის მუდმივი პროტესტი და ხელის შეშლა. ,,გირჩი” ვფიქრობთ, რომ პროტესტი უნდა იყოს მიმართული პარალიზებისკენ, საბოტაჟისკენ და რესურსების გამოცლისკენ ,,ქართული ოცნებისთვის”, – ამის შესახებ ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტების კთხვას, აპირებს თუ არა პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დუპუტატის მსგავსად შიმშილობის დაწყებას, ჯაფარიძის შეფასებით, სანამ თავისუფალია, ,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც იბრძვის”.
,,ნებისმიერ პროტესტს აქვს აზრი, დღევანდელი აქციის მოთხოვნების რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად, ეს იყო მათ შორის ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაში, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა არის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ამ ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს ისეთი გართულება, რომლიდან მოტრიალება იქნება ძალიან რთული.
ნებისმიერ პროტესტს ვუჭერ მხარს, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ მირჩევნია გარეთ გავაკეთო ისეთი რაღაც, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო სტრუქტურებს მუშაობაში. თუ დამიჭერენ, მერე შესაძლოა, სხვა რამეზეც ვიფიქრო. სანამ გარეთ ვარ, შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც ვიბრძვი”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.