კრამერს უყვარს საქართველო და სძულს რაც იქ ახლა ხდება, სრულებით ვეთანხმები მას

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ აბსოლუტურად იზიარებს დევიდ კრამერის მოსაზრებას საქართველოსთან დაკავშირებით.

“შესანიშნავი მონაკვეთი დევიდ კრამერის მიერ, ის გამორჩეული ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც უყვარს საქართველო და სძულს ის რასაც ხედავს, რომ იქ ახლა ხდება. მე მას სრულებით ვეთანხმები” – წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აქვეყნებს სტატიას სათაურით – დროა აშშ და ევროპა ხისტი გახდეს საქართველოს მიმართ.

დევიდ კრამერი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ თავადვე გამოაქვეყნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ არაჰუმანური მოპყრობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი კადრები.

კრამერი წერს, რომ ყველა ვინც პასუხისმგებელია სასტიკ მოპყრობაზე და კადრების გავრცელებაზე დაუყონებლივ უნდა გადადგეს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, გადადგებიან თუ არა ისინი, ნებისმიერ შემთხვევაში მათ დასავლეთმა სანქციები უნდა დააკისროს, განსაკუთრებულ მიზანში კი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.

კრამერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციულ სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობის უფლება უნდა მისცეს და სიტუაციის განსამუხტად ის უკრაინაში დააბრუნოს.

დევიდ კრამერის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საქართველოზე და ახლა დროა, როცა მათ უნდა იმოქმედონ ერთად.

მსგავსი სიახლეები