ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ის კარგად იცნობს მიშას და იცის მისი ხასიათი, გამომდინარე იქიდან, რომ მას უახლოესმა ადამიანებმაც ვერ შეაწყვეტინეს შიმშილობა, არავის მოწოდების საფუძველზე არ შეწყვეტს.
,,მიშას თავისი არჩევანი აქვს და ვერავინ ვერ შეძლო მისთვის შიმშილობა გადაეფიქრებინა, უახლოესმა ადამიანებმაც კი, ის არ გადაიფიქრებს ამას. ციხესთან შეკრებილი ადამიანების ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ მიშა გადაიყვანონ საავადმყოფოში და იძულებულები არ გაგვხადონ, რომ ჩვენით გადავიყვანოთ ის საავადმყოფოში”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
კიდევ უფრო კატეგორიულია ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. იგი ციხის შტურმსაც კი აპირებს:
,,სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი, ადამიანის განსაცდელში მიტოვება, ჩვენ ახლა ყველა ამას ვაკეთებთ და ამ მუხლით ვართ დასასჯელი ყველა, ვინც შტურმით არ ვიღებთ ციხეს. მე ნინო ჯანგირაშვილი გეუბნებით გადაიყვანეთ ეს კაცი საავადმყოფოში, თორემ მე ვიქნები პირველი ვინც დააორგანიზებს შტურმს, რომ ჩვენ ადამიანი არ გვყავდეს განსაცდელში მიტოვებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მე თავს ვგრძნობ მკვლელობის თანამონაწილედ”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.