პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მის წინააღმდეგ დაგეგმილ “სპეცოპერაციაზე” სუბრობს.
ექსპრემიერის მტკიცებით, ზუსტად იცის, სად, რომელ კაბინეტში დაიგეგმა ნარკოტესტთან დაკავშირებული ამბავი.
ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით. პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა, ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი. რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ”, – უთხრა მედიას გახარიამ.
მისივე თქმით, მისი უახლოესი გარემოცვის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს:
მეორე მხარს რა მზადდებოდა: ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა, ზუსტად ვიცით და ვიღაცეებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია, ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია ,,ოცნებიდან”, – თქვა გახარიამ.