თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებლის შეკითხვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უპასუხებს.
ხაზარაძე პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.
პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც.