წუხელ ღამით, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო

წუხელ ღამით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ დაპირისპირება უძღოდა, გასროლა კი პნევმატური იარაღით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

IPN

მსგავსი სიახლეები