ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების მოქმედი წევრები ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი შეუერთდნენ.
ელგუჯა გურგენიძე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ის ამბროლაურის მერობის კანდიდატი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
ოთარ პატეიშვილი კი ლანჩხუთიდან იყრის კენჭს. ქართული ოცნების მოქმედი წევრები პარტიის დატოვების მთავარ მიზეზად შიდადაპირისპირებას, საჯარო მოხელეებთან დამოკიდებულებას და საკადრო პოლიტიკას ასახელებენ.