გიორგი გახარია – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი – ჩემთვის ეს სიბინძურის და ამორალობის მაჩვენებელია
„თქვენ, თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს, რომელიც თურმე, რომელიღაც ტელევიზიაში გაუშვეს, ამაზე თუ გინდათ სერიოზულად ვისაუბრო, პირველი, ვინც უნდა ჩაერთოს საგამოძიებო ორგანოებია, რომლებმაც უნდა გვითხრან, რა არის ეს.
როდესაც მითხრეს, რომ ჩანაწერი გაჯერებული იყო პირადი ცხოვრების რაღაც მომენტებით, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ჩვეულებრივი სიბინძურის და ამორალობის მაჩვენებელია.
ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი, რომელსაც ასევე „ქართული ოცენება“ 2012 წლიდან ებრძოდა“, – აღნიშნავს გახარია.