დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ახალი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება.
მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი აღსრულებაზე.
რაც არის დღეს რეგულაციები დაწესებული, ისინი უნდა აღსრულეს. საკმარისი იქნება. არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება, იმიტომ რომ მთელი წელიწადი იმაზე იყო ლაპარაკი რატო გვაქვს კოლდაუნიო. ახლა არის ვირუსის მართვის სხვა საშუალებები,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.