ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 24 ივლისიდან შეეძლებათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუმარტეს, რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული.
რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში დღეს შემოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ფაიზერის“ 500 ათას დოზას ცოტა ხანში ელოდებიან.
ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცა.