სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი
ნიკა ცხვარაძე:
ბოლო 5 წლის განმავლობაში (2021 გამოკლებით) შრომისუნარიანი მოსახლეობა 151.3 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც დღევანდელი მონაცემებით ქმედუნარიანი მოსახლეობის 10%-ზე მეტია.
მარტივი არითმეტიკით წელიწადში 2%-ზე მეტი.
გილოცავთ, საამაყო და შესაშური სტატისტიკაა.
ამას ელოდებიან სწორედ ის თურქები, ირანელები, არაბები, ჩინელები და ა.შ. რომლებიც სრულიად უბრძოლველად დაეპატრონებიან ჩვენს ქვეყანას.
ჩემთვის, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, რასაც ნებსით თუ უნებლიედ იდეალურად ასრულებს „ქართული ოცნება“.
იმედია, ყურებს გამოიბერტყავენ ძლიერნი ამა ქვეყნისა და სწორედ განსაზღვრავენ ქვეყნის პრიორიტეტებს, რაც პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატოს, რომ უმცირესობაში არ დავრჩეთ ქართველები საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ სხვა დანარჩენში.
სამუშაო ძალა (ქმედუნარიანი მოსახლეობა):
2015 – 1675.0 ათასი
2016 – 1653.8 ათასი
2017 – 1641.4 ათასი
2018 – 1605.2 ათასი
2019 – 1572.8 ათასი
2020 – 1523.7 ათასი
2021 – 1-ლი კვარტალი 1447.2 ათასი