ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს 100 ადამიანი იყო დაკავებული და ძალადობის ფაქტებზე – 22 ადამიანის. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.