გასაგებ ენაზე აგიხსნით რა შედეგს მოგვიტანს თითოეულ ჩვენგანს საერთაშორისო სანქციები
ოთარ აბესაძე
მარტივ და გასაგებ ენაზე აგიხსნით რა შედეგს მოგვიტანს თითოეულ ჩვენგანს საერთაშორისო სანქციები.
გაუქმდება ე.წ. Visa free. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება ჩვენი გადაადგილება.
ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვა, იმპორტი, ექსპორტი და ა.შ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეიზღუდება.
საქართველოს დატოვებს ყველა ის საერთაშორისო ბრენდი (ტანსაცმელი, საკვები და ა.შ) რომელიც რეგისტრირებულია და წარმოებულია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
საქართველო ამოვარდება ყველა იმ საერთაშორისო საგრანტო პროექტიდან, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ. (ახალი ავტობუსები, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, გრანტები, საგარელო ვალი და ა.შ)
შეიზღუდება ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობა.
კრიზისის და პრობლემების დროს ქვეყანას უარი ეთქმება ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ ფინანსურ დახმარებაზე.
ქვეყანა დაკონსერვდება
სამაგიეროდ ქართველობას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს
P.S. არ დაკარგო ქართველობა, მიდი შეუბერე დოლზე
წყარო: akhali.ge