ტურიზმი საქართველოში აბსოლუტურად უსაფრთხოა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„იყო ტურისტის დაჭრის სამწუხარო ფაქტი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ერთეული ფაქტია და მსგავსი ფაქტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მოხდეს. ეს უპრეცედენტო ფაქტია, რადგან საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითლება. მე თავად გახლდით საავადმყოფოში, მოვინახულე დაჭრილი ტურისტი, ის თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მას რეაბილიტაციისთვის შევთავაზეთ ვუმასპინძლოთ „ლიკანის“ სასტუმროში. თუ ის თანხმობას განაცხადებს ის იქნება ჩვენი სტუმარი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, იმისთვის რომ ძალები აღიდგინოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.