გამყრელიძე: ფაიზერი როცა შემოვა, 16 წლიდან მოსახლეობას ავცრით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ფაიზერის ვაქცინით 16 წლიდან მოსახლეობას აცრიან.

“ფაიზერს აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება ფაიზერის შემოსვლისას და 16 წლიდან მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ფაიზერთან მიმართებით ახორციელებს, მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას” – თქვა გამყრელიძემ.

ფაიზერის მილიონი დოზის საქართველოში შემოსვლის თარიღი ჯერაც უცნობია. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომპანია მოწოდებას ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყებს.

მასობრივი ვაქცინაცია კი ჩინური ვაქცინით, 5 ივლისიდან დაიწყება. საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ნახევარ-ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, ქვეყანას რამდენიმე კვირაში ჩინური ვაქცინის კიდევ ერთი მილიონი დოზა ექნება.

გურიაTV

მსგავსი სიახლეები