ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს განცხადების შესატანად ხუთი დღე აქვთ

ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს განცხადების შესატანად ხუთი დღე აქვთ. კანდიდატებზე, პირველ რიგში, საკონკურსო კომისია იმსჯელებს და ორი დღის ვადაში მათ პრეზიდენტს წარუდგენს. სალომე ზურაბიშვილს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სამი დღე ექნება. შემდგომ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.

ახალი საარჩევნო რეფორმის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცებას პირველ ეტაპზე ასი დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ცესკოს თავმჯდომარეს, ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით მმართველი გუნდი დაამტკიცებს.

 

AKHALI.GE

მსგავსი სიახლეები