„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. დიპლომატებს ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა, “თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და კვირეულში მონაწილეებთან მიახლოება, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ტერიტორიიდან პრაიდის მოწინააღმდეგე, რამდენიმე პირი გაიყვანა.