„უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა, მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბეს, დაუსაქმებლობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და იანვრიდან ახალი სოციალური პროგრამა დააანონსა.
„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ ტენდენციები შემაშფოთებელია. ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას და უმოქმედობას. იმის შიშით რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სახელმწიფო დახმარება, არ არის მოტივირებული რომ დასაქმდეს. უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. 600 000 სოციალური დაუცველიდან 200 000 შრომისუნარია, რომლებიც არ არის მოტივირებული სამუშაოს დასაწყებად, რომ მიიღონ სოციალურ დახმარება. არ არის მოტივირებული დასაქმდნენ, რაც კატასტროფაა. ამიტომ, უნდა შევქმნათ მოქნილი სისტემა, რომ ის დახმარება, რაც დღეს ეძლევათ ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული სამუშაო შესრულებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა