პირდაპირი მოლაპარაკებები მოდერნასთან და ჯონსონთან და ჯონსონთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯონსონისა და სხვა ვაქცინებს მიღების შესაძლებლობა საქართველოს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით აქვს.
„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს სინოფარმთან, სინოვაკთან და ფაიზერთან. რაც შეეხება ჯონსონს და ჯონსნოს და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები მოდერნასთან და ჯონსონთან და ჯონსონთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია”, – თქვა გაბუნიამ.
საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ფაიზერის ვაქცინაც.
GHN