ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის კომპანიამ თბილისის მერიისგან 60 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია ლისის ტბაზე მიიღო. კალაძემ საუკეთესო მიწები ბიზნესმენს დიღმის სტადიონის სანაცვლოდ გადასცა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ფხაკაძე რომლის კომპანია “ალმამ” თბილისის ქუჩებიდან ვაქცინაციის ბანერები ჩამოხსნა და სისხლიანი პოლიტიკური ანგარიშსწორების ბილბორდები გააკრა, უხვ საჩუქრებს მთავრობისგან პოლიტიკური მორჩილების სანაცვლოდ იღებს.
კახი კალაძეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდი აქვს, რომ მიწების გაცვლით მილიონობით ლარი აშოვნინოს მასთან დაახლოებულ პირებს და კომპანიებს და მსგავსი არაერთხი ფაქტი და სკანდალი გვახსოვს. ამჟამად საქმე ეხება კომპანია “ალმას”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიწა მოუნაცვლა და ამაში რამდენიმე მილიონი აშოვნინა”, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.