ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს მოუწოდებს, გააუქმონ საშობაო ღონისძიებები და ამით შეაფერხონ კორონავირუსის “ომიკრონის” ვარიანტის გლობალური გავრცელება. „გაუქმებული ღონისძიება სჯობს გაუქმებულ სიცოცხლეს“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და დასძინა, რომ მისაღებია „მძიმე გადაწყვეტილებები“.
“ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დღემდე ყველაზე გადამდებად მიჩნეულ “დელტა” ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში “ომიკრონით” ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დაადასტურა.
დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობის, “ომიკრონის” გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უპირველესი რეკომენდაციაა ვაქცინის გაკეთება.