„“ქართულმა ოცნებამ“ თამარ ჟვანია იძულების წესით გადააყენა“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარე მიმდინარე პროცესების გადასაფარად გადააყენა.
„“ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო, არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად იმ საკითხების გადაფარვა, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, „ქართულმა ოცნებამ“ თამარ ჟვანია იძულების წესით გადააყენა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ჟვანია აცხადებს, რომ 1-ელი ივლისიდან აღარ გააგრძელებს ცესკოში თავმჯდომარის უფლებამოსილებას, რაც პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს, განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.