ხმაურია ამ წუთებში ქობულეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. ადგილზე მისულ კომისიის წევრებს შენობა დაკეტილი დახვდათ. საარჩევნო უბანი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ქართულ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს გია ჭყონიას კერძო ობიექტი აქვს. დაცვა არც კომისიის წევრებს, არც ოლქის წარმომადგენლებს და არც ჟურნალისტებზე ადგილზე არ უშვებს.
არსებული ინფორმაციით, ჭყონიამ ტერიტორია იმიტომ გადაკეტა, რომ ტეროტორიაზე ქორწილი იმართება.
ადგილზე მისულ “ტვ პირველის” კორესპონდენტს, საარჩევნო უბნის დაკეტვის შესახებ, ადგილზე განმოძახებული პოლიცია ინფორმაციას არ აწვდის.